სერთიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ!
აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაცია აცხადებს სასწავლო კურსებზე სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მაძიებელ პირთა მიღებას. სწავლება დაიწყება 11 მარტიდან და წარიმართება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის მიერ 2018 წლის 13 ნოემბრის №857 ბრძანებით აღიარებული პროგრამის შესაბამისად (ბრძანება და პროგრამის შინაარსი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი საიტის პირველსავე გვერდზე).
სწავლება წარიმართება ჩასაბარებელი საგნების თანმიმდევრობით. წლის განმავლობაში გაქვთ 2 (ორი) საგნის ჩაბარების შესაძლებლობა
სწავლების ღირებულება საგანში შეადგენს 400 ლარს. სწავლის პროცესში გაიცემა შესაბამისი ლიტერატურა, რაზეც დამატებით გადასახდელია 150-170 ლარი. გამოცდის ღირებულება შეადგენს 400 ლარს (ტარიფები ერთიანია ყველა ფედერაციაში).
გამოცდა ტარდება ერთიან საგამოცდო ცენტრში, სადაც ფედერაციის წარდგინებით იგზავნებიან კურსდამთავრებული მსმენელები.
გამოცდაზე დაშვება ნებადართულია სასწავლო კურსის გარეშეც, თუმცა ამ შემთხვევაშიც, დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ ფედერაციაში, დადგინდეს შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან და მიიღოთ გამოცდაზე დაშვებისთვის წარდგინება.
სახელმძღვანელო წიგნების შეძენა ყველა პრეტენდენტისთვის სავალდებულოა.
დაინტერესებულმა პირებმა ფედერაციის ოფისში (ვ. ფშაველას 45, მე-5 სართული) პირადად უნდა წარმოადგინოთ თანდართული ფორმის განცხადება და ანკეტა შესაბამისი დანართებით (იხ. დანართი 1 და დანართი 2).
ფედერაციის ადმინისტრაცია