FAAFM – Overview

ა(ა)იპ საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიული ფედერაცია (საბფმფ), ს/კ 404921670,  შეიქმნა 2011 წლის დეკემბერში.

საბფმფ-ის მეცადინეობით, სპეციალისტების, პრაქტიკოსების და სახელისუფლებო სტრუქტურების ყურადღება მიექცა „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ კანონის შეცვლის აუცილებლობას.

საბფმფ-ის აქტიური, პრინციპული, შეურიგებელი პოზიციის შედეგად, დაიწყო, დაჩქარდა და შესაძლებელი შეიქმნა მიგვეღო არსებულზე ბევრად უკეთესი ახალი რეგულაცია, რომელიც პროფესიის განვითარებაზეა ოროენტირებული.

საბფმფ მოწოდებულია გააერთიანოს ბუღალტრების, აუდიტორების, ფინანსური მენეჯერების, საგადასახადო კონსულტანტების – ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ამ უმთავრესი მიმართულებების პრესტიჟის,  კვალიფიკაციის, პროფესიული ინტერესების დაცვისთვის საერთო ძალისხმევა.

საბფმფ წარმოადგენს ანგარიშგასაწევ ძალას. 2014 – 2016 წლებში იყო

ევროპის ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (EFAA) სრულუფლებიანი წევრი (იხ. www.efaa.com/);

CIMA-ს პარტნიორი საქართველოში;

– საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) წევრი.

მიღებული ჰქონდა CIMA-ს და ICFA-ს საერთაშორისო სასწავლო პროგრამებით სწავლების უფლება;

გაფორმებული აქვს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმები აღმოსავლეთ ევროპის და პოსტსაბჭოთა ქვეყნების IFAC-ის წევრ პროფესიულ და მარეგულირებელ ორგანიზაციებთან.

საბფმფ ცნო და თანამშრომლობის სურვილი გამოხატა მსოფლიოში წამყვანმა მეცნიერებმა და პრაქტიკოსებმა. ისინი წარმოდგენილნი არიან ფედერაციის ბეჭდური ელექრტონული სამეცნიერო, ანალიტიკურ-პრაქტიკული ჟურნალის „ბიზნესი და კანონმდებლობის“ სარედაქციო კოლეგიაში და სისტემატიურად აქვეყნებენ სტატიებს (იხ. b-k.ge.).

საბფმფ ღიაა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაერთიანდნენ ფინანსურ–მმართველობითი, აუდიტორული, ბუღალტრული, ბიზნეს საკონსულტაციო საქმიანობის გარემოს შემდგომ გაუმჯობესებაში თანმხვედრი საერთო ინტერესებისა და მიზნების უზრუნველსაყოფად, ფედერაციის წევრის, ასოცირებული წევრის ან სტუდენტი წევრის სტატუსით.

საერთო ინტერესების უზრუნველყოფისთვის ძალისხმევის ორგანიზების გარდა (რაც თავისთავად მნიშვნელოვანია), ფედერაციის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ:

1. კონსულტაციები:

  • „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ ახალი კანონის შესაბამისად, აუდიტორთა/აუდიტორული კომპანიების რეგისტრაციის, აუდიტორთა სერტიფიცირების, ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის და კანონის რეგულაციით მოცულ სხვა ნებისმიერ საკითხზე;
  • საბუღალტრო, ფინანსური და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენების სფეროში;
  • სამეწარმეო სუბიექტების ზომითი კატეგორიების მიხედვით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზების, ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგების შედგენის და სამართლიანი წარდგების საკითხებში;
  • სამეწარმეო, საგადასახადო და ეკონომიკის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების ნორმების შესახებ;
  • ბიზნესის, კადრების, სამეურნეო პროცესების ოპტიმიზაციის შესახებ;

 

2. კანონიერი ინტერესების დაცვა:

2.1 მხარდაჭერა (წინადადებების და არგუმენტების მომზადება) სადაო საკითხებზე მედიაციის სამსახურებსა და სასამართლო ინსტანციებში;

3. რეკომენდაციები:

3.1. აუდიტორული კომპანიების შერჩევაზე საინიციატივო და ფინანსური აუდიტის ჩასატარებლად;

3.2. კადრების მომზადებასა და გადამზადებაში;

4. ხარისხის კონტროლის სისტემის უზრუნველყოფა:

4.1. IFAC-ის პოლიტიკის შესაბამისი ხარისხის კონტროლის სისტემის უზრუნველსაყოფად საჭირო ყველა საცნობარო-ნორმატიული მასალა;

4.2. ხარისხის კონტროლის სისტემის უზრუნველყოფის სწავლება სპეციალურად ორგანიზებულ კურსებზე;

5. სასერტიფიკაციო და განგრძობითი სწავლება ფედერაციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ საკვალიფიკაციო კურსებზე;

6. ბუღალტრულ, აუდიტორულ და ფინანსური მენეჯმენტის პრობლემურ საკითხებზე მოსაზრებების, გამოცდილების გაზიარების, სტატიების, რეკომენდაციების გამოქვეყნების შესაძლებლობა ფედერაციის ჟურნალში;

7. ფედერაციის ჟურნალის მეშვეობით, ნორმატიული აქტების, ცალკეული ნორმების გამოყენების შესახებ განმარტებების, სიტუაციური სახელმძღვანელოების მიღება.

ფედერაციის წევრებისათვის სისტემატიურად (საკუთარი ინიციატივისა და წევრების მოთხოვნის საფუძველზე) ჩატარდება ლექცია-სემინარები აქტუალურ თემებსა და პრობლემურ საკითხებზე.

Sandy Web Development