დასრულდა აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის სერტიფიცირებულ ბუღალტერთა 2018 წლის განგრძობითი განათლების პროგრამით გათვალისწინებული სწავლების კურსი.სწავლება დაიწყო 2018 წლის 15 ოქტომბერს და გასტანა 25 დეკემბრამდე.
სწავლება წარიმართა სამ ნაკადად. ფედერაციის წევრებისთვის აჭარიდან, სწავლება ჩატარდა ბათუმში.
განგრძობითი სწავლება ჩაატარეს შპს ბიდიოს „ბიდიო აკადემიის“ ლექტორებმა.
სერტიფიცირებულმა ბუღალტრებმა წარმოადგინეს დოკუმენტები დადგენილი სახით არაშემოწმებადი განგრძობითი განათლების ჩათვლის მისაღებად.
ინფორმაცია ფედერაციის წევრი სერტიფიცირებული ბუღალტრების მიერ განგრძობითი სწავლების გავლის შესახებ ზედამხედველობის სამსახურს უკვე წარედგინა.