სერთიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ!
განახლდა სერთიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებულ პირთა რეგისტრაცია
აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციამ დაიწყო სასწავლო კურსებზე სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მაძიებელ პირთა განცხადებების მიღება და კანდიდატების რეგისტრაცია.
ჩასაბარებელ საგნებში სწავლება დაიწყება ოქტომბრის დასაწყისიდან და წარიმართება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის მიერ 2018 წლის 13 ნოემბრის №857 ბრძანებით აღიარებული პროგრამის შესაბამისად (ბრძანება და პროგრამის შინაარსი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი საიტის პირველსავე გვერდზე).
სწავლების ღირებულება საგანში შეადგენს 400 ლარს. სწავლის პროცესში გაიცემა შესაბამისი ლიტერატურა, რაზეც დამატებით გადასახდელია 150-170 ლარი. გამოცდის ღირებულება შეადგენს 400 ლარს (ტარიფები ერთიანია ყველა ფედერაციაში).
გამოცდა ტარდება წელიწადში ორჯერ – ზაფხულისა და ზამთრის სესიებზე ერთიან საგამოცდო ცენტრში, სადაც ფედერაციის წარდგინებით იგზავნებიან კურსდამთავრებული მსმენელები.
გამოცდაზე დაშვება ნებადართულია ნებისმიერ საგანში სასწავლო კურსის გარეშეც. თუმცა ამ შემთხვევაშიც, დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ ფედერაციაში, მოიპოვოთ სერტიფიცირებული ბუღალტრის მაძიებლის სტატუსი, დარეგისტრირდეთ კანდიდატად და მიიღოთ გამოცდაზე დაშვებისთვის წარდგინება.
სახელმძღვანელო წიგნების შეძენა ყველა პრეტენდენტისთვის სავალდებულოა.
დაინტერესებულმა პირებმა ფედერაციის ოფისში (ვ. ფშაველას 45, მე-5 სართული) პირადად უნდა წარმოადგინოთ თანდართული ფორმის განცხადება და ანკეტა შესაბამისი დანართებით (იხ. დანართი 1 და დანართი 2).
ფედერაციის ადმინისტრაცია