განცხადება მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სატანდარტების შესწავლით დაინტერესებულ პირების საყურადღებოდ
ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (IFRS FOR SMES)
მსოფლიო ბანკი, აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციასთან თანამშრომლობით, გიწვევთ დარეგისტრირდეთ სატრენინგო კურსზე – ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (IFRS FOR SMES), მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ.
კურსის მიზანია, IFRS სტანდარტებში გადაამზადოს ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირები მესამე კატეგორიის საწარმოებიდან.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ ახალი კანონი მცირე და საშუალო ბიზნესებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და წარდგენას ავალდებულებს.
მსოფლიო ბანკი აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციასთან თანამშრომლობით, ოთხ კვირიან კურსს სთავაზობს მესამე კატეგორიის საწარმოებს და საშუალებას აძლევს, სწორად გაიგონ ამ კანონის მიერ დაკისრებული ვალდებულებები და გაუმარტივდეთ საკანონმდებლო მოთხოვნის შესრულება.
კურსი სრულად დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის მიერ და მისი დასრულების შემდეგ ბიზნესები დამოუკიდებლად შეძლებენ სწორი სააღრიცხვო პოლიტიკის გაწერასა და საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლას. ტრენინგები დაგეგმილია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
კურსი ქართულენოვანია და საკმაოდ ინტენსიური; ასევე, მნიშვნელოვანია შეფასდეს მიღებული ცოდნა. ტესტირების გარდა, შეფასდება დასწრება და დავალებებიც. კურსის ბოლოს კი სერთიფიკატი გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც პროგრამას წარმატებით დაასრულებენ.
თითო ჯგუფი 20 მონაწილისგან იქნება დაკომპლექტებული. კურსს მსოფლიო ბანკის მიერ შერჩეული მაღალკვალიფიციური ტრენერები გაუძღვებიან, რომელთაც საკითხის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა აქვთ და აქვთ გავლილი ტრენერთა ტრენინგი. ჯგუფს 2 ტრენერი გაუძღვება. 50 საათიანი პროგრამა 12 მოდულს და ტესტებს აერთიანებს.
- შეხვედრის დღეები: ორშაბათი-ოთხშაბათი-შაბათი
- შეხვედრის დრო: 18:00-21:00
- მისამართი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანა პოლიტკოვსკაიას 61, მე-7 სართული, თბილისი
- კურსის ღირებულებას სრულად ანაზღაურებს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტი ფინანსურ ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ
- მესამე კატეგორიის საწარმოებს გიწვევთ გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია
კურსზე რეგისტრაციის შემდგომ ჯგუფის ცვლილება დაუშვებელია.