მიზნები და ამოცანები

საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიული ფედერაციის მიზნები და ამოცანები

 

ფედერაციის მიზნებსა და ამოცანებს წარმოადგენს:

  • საქართველოში აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიული ინტერესების დაცვა;
  • საერთო ძალისხმევა საქართველოში აღრიცხვა–ანგარიშგების აუდიტის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის და ფაქტობრივი დამკვიდრების უზრუნველყოფისთვის;
  • აუდიტის, ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური მმართველობის  მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შემდგომი სრულყოფის შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, წარდგენა შესაბამის ორგანოსთვის, ზრუნვა მათი პრაქტიკული რეალიზაციისთვის;
  • აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება, განგრძობითი სწავლებისა და სერტიფიცირების პროცესის განხორციელება;
  • ფედერაციის წევრთა მიერ პროფესიული ეთიკის სტანდარტების დაცვისა და საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფა.

 

   ფედერაცია დასახული საერთო მიზნის მისაღწევად:

 

  • აერთიანებს აუდიტორების, ბუღალტრების, ფინანსური მმართველების, საგადასახადო კონსულტანტების, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირების ინტელექტუალურ და მატერიალურ რესურსებს პროფესიული ინტერესების, დასახული ამოცანების მიღწევის შესაძლებლობების შესაქმნელად;
  • გამოხატავს თავისი წევრების ლეგიტიმურ ინტერესებს სახელმწიფო მმართელობით, აღმასრულებელ და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
  • წარადგენს წინადადებებს ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებსა და ორგანოებში აუდიტის, ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური მმართველობის და საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის საკითხებზე;
  • უზრუნველყოფს წევრების ინფორმირებას ეკონომიკურ ურთიერთობათა მარეგულირებელ საკანონმდებლობლო აქტებში მომხდარი ცვლილებების, კანონპრიექტების თუ პროფესიულ სფეროში სიახლეების შესახებ კონფერენციების, სემინარების, ელექტრონულ ბეჭდურ ორგანოში პუბლიკაციების მეშვეობით;
  • ქმნის მიზნობრივ ფონდებს ფედერაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და წევრების წახალისებისათვის;
  • იღებს მონაწილეობას საერთაშორისო, რეგიონულ და სხვა პროფესიულ გაერთიანებებსა და კავშირებში წევრობის სახით, ან სტუმრის სტატუსით;
  • შეიმუშავებს და ამკვიდრებს თავისი წევრების მიერ პროფესიონალი ბუღალტერების ეთიკის კოდექსის (IESBA Code) მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფის სისტემას;
  • ატარებს განგრძობით სწავლებას და პროფესიულ სერტიფიცირებას საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • შეიმუშავებს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამის შიდა პოლიტიკას და პროცედურებს, თავისი წევრი აუდიტორების/აუდიტური ფირმების ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის მექანიზმს, ასევე, დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების სისტემას და ახორციელებს მათი უზრუნველყოფის ღონისძიებებს ფედერაციის კომპეტენციის გავრცელების არეალში;
  • წარმართავს ფედერაცის წევრთა და აუდიტორთა/აუდიტური ფირმების რეესტრს;
  • გამოსცემს საინფორმაციო, მეთოდოლოგიურ, საცნობარო და სარეკლამო მასალებს, აგრეთვე ელექტრონულ სამეცნიერო, ანალიტიკურ, პრაქტიკულ ჟურნალს თავისი წევრებისა და დაინტერესებული პირების მოხმარებისთვის;
  • უფლებამოსილია ეწეოდეს კანონით ნებადართულ და აუკრძალავ ნებისმიერ საქმიანობას, მათ შორის დამხმარე ხასიათის ეკონომიკიურ საქმიანობას, რომლიდან მიღებულ შემოსავალს მოახმარს დასახული მიზენების რეალიზებას.
  • ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება ფედერაციის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.
  • იმ სახის საქმიანობა, რომლის ჩამონათვალიც განსაზღვრულია კანონით, ფედერაციას შეუძლია განახორციელოს მხოლოდ სპეციალური ნებართვის მიღების მომენტიდან.
  • ფედერაციის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება ფედერაციის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.
Sandy Web Development