აუდიტორებისთვის ტრენინგი მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ.
ACCA F8-აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება აუდიტორებისთვის
მსოფლიო ბანკი, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასა და აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციასთან თანამშრომლობით, გიწვევთ აუდიტორებს დარეგისტრირდეთ სატრენინგო კურსზე – პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის (ACCA) F8 წიგნის მიხედვით, მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ.
კურსის მიზანია, რეგისტრირებულმა აუდიტორებმა გაიუმჯობესონ უნარები, შემდგომში უფრო სტრუქტურირებული აუდიტის ჩატარების მიზნით.
მსოფლიო ბანკი, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასთან თანამშრომლობით, ერთ-თვიან ინტენსიურ კურსს სთავაზობს რეგისტრირებულ აუდიტორებს, რომლებიც არიან გარიგების პარტნიორები და პარტნიორის დაქვემდებარებული სპეციალისტები.
კურსი სრულად დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის მიერ და მისი დასრულების შემდეგ აუდიტორები გაიღრმავებენ ცოდნას და გაიუმჯობესებენ უნარებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა რისკების შეფასება, აუდიტის დაგეგმვა და დოკუმენტაცია, შიდა კონტროლი, აუდიტის პროცედურები, აუდიტის დასრულება და მიმოხილვა. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გაუადვილდებათ აუდიტის მეთოლოგიაში დაგეგმილი ტრენინგის გავლა.
ტრენინგის ჩატარება ასევე იგეგმება ქუთაისში 5 ივლისიდან. (5, 6, 7, 12, 13, 19, 20 ივლისი), რომლის შესახებ დეტალები (დაზუსტებული თარიღი, მისამართი, დაწყება-დამთავრების დრო, მონაწილე პირები) მოგვიანებით გეცნობებათ.
კურსი ქართულენოვანია. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს დაჭირდებათ (ACCA) F8 წიგნის ქართული თარგმანის შეძენა, რომლის ღირებულება შეადგენს 70 ლარს.
კურსის ბოლოს სერთიფიკატი გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც პროგრამას წარმატებით დაასრულებენ.
ჯგუფი 25 მონაწილისგან იქნება დაკომპლექტებული; უპირატესობა მიენიჭება ადრე დარეგისტრირებულ კანდიდატებს. თუ მსურველების რაოდენობა აღემატება ადგილებს, განიხილება დამატებითი ტრენინგების ჩატარება, ნაწილობრივი თანადაფინანსების საფუძველზე.
კურსს მსოფლიო ბანკის მიერ შერჩეული მაღალკვალიფიციური ტრენერი გაუძღვება; 36 საათიანი პროგრამა 12 მოდულს აერთიანებს.
• შეხვედრის დღეები: ორშაბათი-ხუთშაბათი-შაბათი.
• შეხვედრის დრო: 19:00-22:00 (აღნიშნულ კურსში გათვალისწინებულია მსუბუქი წახემსება)
• მისამართი: საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის სასწავლო ცენტრი, თბილისი, ბაქრაძის ქ. 6-ა.
• ტრენინგის დაწყება დაგეგმილია მიმდინარე წლის 20 ივნისიდან. აუდიტორებს გიწვევთ გაიაროთ რეგისტრაცია.
• რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdMrmRRZ1f5uNArgMbmoSj5ekn0oSfxJeatry2HQlGVF1TeQQ/viewform
ქუთაისის ტრენინგის მონაწილეობის მსურველებმა გააკეთეთ დამატებითი მინაწერი ამის შესახებ.
• პირველი კურსის ღირებულებას სრულად ანაზღაურებს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტი ფინანსურ ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ
კურსზე რეგისტრაციის შემდგომ ჯგუფის ცვლილება დაუშვებელია.