თეიმურაზ ცერცვაძე
საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიული ფედერაციის გამგეობის წევრი, საგადასახადო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ტელეფონი: 577 055458;
E-mail: bafiaudit@gmail.com
დაბადების თარიღი: 02.07.1971 წ;
დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.
განათლება და კვალიფიკაცია:
- 1988-1993 წ. თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტი, ეკონომიკა და მართვა მანქანათმშენებლობაში (წარჩინებით);
- 1993 – 1998 წ. თსუ ასპირანტურა – სამრეწველო წარმოების ეკონომიკა (წარჩინებით);
- 1999 – 2002 წ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკ. პ. გუგუშვილის სახელობის საქართველოს ეკონომიკურ – ჰუმანიტარული ინსტიტუტი. იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობა, ინჟინერ – ეკონომისტი, სამართალმცოდნე.
სამუშაო გამოცდილება:
- დღემდე – აუდიტორული კომპანია ,,ბაფი აუდიტ სერვის“ – მმართველი პარტნიორი, გენერალური დირექტორი;
- დღემდე – შპს ,,ფინანსური მართვის კომპანია“ – დირექტორი.
- 09/1993-01/1996 წწ. ზესტაფონის რაიონის საგადასახადო ინსპექცია, საწარმოთა დაბეგვრის განყოფილების ინსპექტორი;
- 01/1996-05/1998 წწ. ზესტაფონის რაიონის საგადასახადო ინსპექცია, კონტროლის განყოფილების უფროსი;
- 05/1998-10/1998 წ. საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტი, სასამართლოებში საჩივრების განხილვის სამმართველო – უფროსი საგადასახადო ინსპექტორი;
- 10/1998-08/2000 წწ. საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის საჩივრებისა და აპელაციების განხილვის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
- 08/2000-10/2000 წწ. საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის არაპირდაპირი გადასახადების (დღგ, აქციზი) კონტროლის მეთოდების სამმართველოს უფროსი;
- 10/2000-02/2001 წწ. პირდაპირი გადასახადებით (მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი) დაბეგვრისა და კონტროლის მეთოდების განყოფილების უფროსი;
- 02/2001-03/2002 წწ. – ზესტაფონის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსი;
- 03/02-03/02 წწ. საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტი – საგადასახადო პოლიტიკის, გადამხდელთა დაბეგვრისა და კონტროლის მეთოდების სამმართველოს ქონებრივი და ადგილობრივი გადასახადებით დაბეგვრისა და კონტროლის მეთოდების განყოფილების უფროსი;
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური:
- 06/2008 – 10/2010 წწ. იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- 10/2010 – 01/2011 წწ. აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- 01/2011 – 09/2011 წწ. აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი;
- 09/2011 – 03/2012 წწ. აუდიტის განვითარების სამმართველოს უფროსი;
- 03/2012 – 2013 წწ; ადამიანური რესურსების დეპარტამენტი, პროფესიული განვითარების სამმართველოს უფროსი.
საქმიანობა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში:
- 2004 – 2008 წწ. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში – დავების განხილვის საბჭოს წევრი;
- 2008 – 2011 წწ. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში;
საქმიანობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სფეროში
2003 წ. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – მცირე ბიზნესის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრი „იმედის“ დამფუძნებელი;
12/2003-09/2004 წ. ზესტაფონის რაიონის გამგებელი;
2004 – 2008 წ. საქართველოს პარლამენტის წევრი – ფრაქცია ,,მაჟორიტარი“ – ზესტაფონის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი,
- დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი,
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრი;
2004 – 2008 წ; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი დავების განხილვის საბჭოში.
საქმიანობა საგანმანათლებლო სფეროში:
- 03/1994 – 05/1998 წ. ქ. ქუთაისის ეკონომიკის ინსტიტუტის ზესტაფონის ფილიალი, ლექტორი – ეკონომიკური თეორიის საფუძვლები;
- 1999-2001 წწ. საგადასახადო დეპარტამენტის სასწავლო ცენტრი – მოგების გადასახადის სამართლებრივი რეგულირება; არაპირდაპირი გადასახადებით დაბეგვრის აქტუალური საკითხები – ლექტორი;
- 04/2001 – 03/2002 წწ. ქ. სოხუმის ჰუმანიტარულ – ეკონომიკური ინსტიტუტი. ლექტორი – ,,ეკონომიკსი“;
- 2012 წ. ფინანსური მართვის სასწავლო ცენტრის (შპს ,,ცერცვაძე და კომპანია“) დამფუძნებელი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის სასწავლო პროგრამების ავტორი;