მ. წლის 14 თებერვალს ა(ა)იპ საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის“ სასწავლო ცენტრში (მისამართზე: თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, ეგნატე ნინოშვილის 55, მეხუთე სართული, საკონფერენციო დარბაზი), ფედერაციის ხარისხის მონიტორინგის და კონტროლის კომიტეტის ინიციატივით, ჩატარდა ლექცია-სემინარი თემაზე: ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონების და პრობლემური საკითხების, მ. შ. მოგების გადასახადის და ავანსად გადახდილი საკომპენსაციო თანხების დაბეგვრის განხილვა.
ლექცია-სემინარს ესწრებოდნენ: ფედერაციის ხელმძღვანელები, ფედერაციის წევრი აუდიტორები, ბუღალტრები, ფინანსური მენეჯერები, კომპანიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.
ლექცია-სემინარს უძღვებოდა აბფმ ფედერაციის საგადასახადო კომიტეტის ხელმძღვანელი თეიმურაზ ცერცვაძე, რომელმაც ლექცია-სემინარის მონაწილეებს დეტალურად გააცნო საგადასახადო კანონმდებლობაში შესული სიახლეები ავანსად გადახდილი საკომპესაციო თანხების დღგ-ით დაბეგვრის და მოგების გადასახადის დეკლარირების საკითხებზე. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა იმ პრობლემებზე, რომელიც გადამხდელებს უკვე წარმოექმნათ ან წარმოექმნებათ სიახლეების დამკვიდრების პროცესში. პასუხები გაეცა დამსწრეთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს, რაც სიახლეების ადაპტირების თანმდევ სირთულეებსა და ინტერესზე მეტყველებს.