ფედერაციის წევრთა საყურადღებოდ!
ტრენერთა ტრენინგი საქართველოში
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) პროექტის დაფინანსებით, დაიწყო მსს ფასს სტანდარტის დანერგვის ხელშეწყობის პროგრამა მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოებისთვის.
პროგრამა შედგება შემდეგი ძირითადი კომპონენტებისაგან:
– კონკურსის წესით შერჩეული ინგლისურენოვანი ტრენერების დატრენინგება;
– კონკურსის წესით შერჩეული ქართულენოვანი ტრენერების დატრენინგება;
– ფასს სტანდარტების ფონდის (IFRS Foundation) მიერ მომზადებული მსს ფასს სტანდარტების სატრენინგო მასალების თარგმნა და გამოქვეყნება სამსახურის ვებ გვერდზე.
პროგრამის ფარგლებში, პირველი ეტაპისთვის გამოცხადებულია კონკურსი ინგლისურენოვანი ტრენერების შესარჩევად. დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.
აპლიკაციის შესავსებად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გადადით ლინკზე: https://bit.ly/2moQMiB
აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა
ფედერაციის გამგეობა