ფიზიკური პირებისთვის

ფედერაციის წევრი შეიძლება გახდეს შესაბამისი პროფილის და პროფესიის ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც იზიარებს ფედერაციის მიზნებს, განაცხადებს მზადყოფნას შემოუერთდეს საერთო ძალისხმევას ფედერაციის მიზნების და ამოცანების შესასრულებლად, პასუხობს დადგენილ კრიტერიუმებს და შეასრულებს ფედერაციის წესდებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.

 საბფმფ-ის წევრობის კატეგორიებია:

წევრი – ფიზიკური პირი (ბუღალტერი, სერტიფიცირებული ბუღალტერი (აუდიტორი), აუდიტორის სერტიფიკატის მაძიებელი, ფინანსური მენეჯერი, საგადასახადო კონსულტანტი), რომელიც იხდის საწევრო გადასახადს, სარგებლობს ხმის და მმართველ ორგანოებში არჩევის უფლებით, უპირატესობით და პრივილეგიით. ფედერაციის დამფუძნებელი ამავდროულად ფედერაციის წევრია;

ასოცირებული წევრი – ფიზიკური პირი, რომელიც არ სარგებლობს მმართველ ორგანოებში არჩევის უფლებით, სარგებლობს წევრთათვის ამ წესდებით განსაზღვრული ყველა სხვა უფლებით, იხდის საწევრო გადასახადს დადგენილი განაკვეთის ოდენობით. ასოცირებული სტატუსით წევრობა დასაშვებია 2 წლის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ასოცირებულმა წევრმა, შესაბამისად, ფედერაციის გამგეობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მისი ნამდვილ წევრად შეცვლის თაობაზე. სხვა შემთხვევაში, პირს ასოცირებული წევრის სტატუსი უწყდება;

სტუდენტი წევრი – ამ სტატუსს მიიღებს  სასწავლო ცენტრის ან ფედერაციის მიერ ორგანიზებული სწავლების კურსდამთავრებული ან ფედერაციაში საწარმოო პრაქტიკაზე მივლინებული უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლის ბაკალავრი ან მაგისტრანტი, რომელიც განაცხადებს მზადყოფნას სწავლების დასრულების შემდგომ მოიპოვოს ფედერაციის ასოცირებული ან წევრის სტატუსი დადგენილი პროცედურების შესაბამისად. ფედერაციის სტუდენტი წევრი იხდის წევრობის სიმბოლურ გადასახადს დადგენილი განაკვეთით. სტუდენტის სტატუსით წევრობა დასაშვებია 6 თვემდე ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, სტუდენტმა წევრმა, შესაბამისად, ფედერაციის გამგეობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მისი სტატუსის ასოცირებულ წევრად ან წევრად შეცვლის თაობაზე. სხვა შემთხვევაში, პირს სტუდენტი წევრის სტატუსი უწყდება;

პირი, რომელიც აქტიურადაა ჩართული ფედერაციის საქმიანობაში ან მხარს უჭერს მისი მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტას, ისარგებლებს სპეციალური სტატუსით (დეტალები განიხილება პერსონალურად).

ფედერაციის წევრობისთვის აუცილებელია თანდართული განაცხადის ფორმით მიმართოთ გამგეობას და შეავსოს ანკეტა, რაც ამავდროულად მიიღება, როგორც თანხმობა მასში ასახული  ფედერაციის წევრის საიდენტიფიკაციო მონაცემები (გვარი, სახელი; პირადი ნომერი; პროფესია; მისამართი; ტელეფონი და ელ.ფოსტა, აისახოს შესაბამის რეესტრებში.

წლიური საწევრო შენატანი წევრისთვის შეადგენს 60 ლარს; ასოცირებული წევრებისთვის – 12 ლარს; სტუდენტი წევრისთვის – 6 ლარს. გაწევრიანებისთვის ერთჯერადი გადასახადი შეადგენს 5 ლარს. ფედერაციის წევრებზე გაიცემა შესაბამისი მოწმობა.

იურიდიულ პირებს (მათ შორის, აუდიტორულ კომპანიებს), სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ ისარგებლონ ფედერაციის წევრის სტატუსით და პრივილეგიებით. იურიდიული პირის, როგორც ფედერაციის წევრის მონაწილეობა ფედერაციის მართვაში ხორციელდება მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ.

იურიდიულ პირებს შეუძლიათ ფედერაციას გაუწიონ სპონსორობა, გაიღონ შენაწირებიც თავიანთი შეხედულებისამებრ, გადაიხადონ ყოველწლიური საწევრო ბრუნვიდან გამომდინარე, არაუმცირეს 240 ლარი და არაუმეტეს 1000 ლარისა (საკითხი წყდება ინდივიდუალურად).

ნებისმიერი წევრისთვის საწევროების გადახდა შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ, შესაბამისი კვარტალური მოცულობით. საწევროები და შენატანები უნდა ჩაირიცხოს ფედერაციის საბანკო ანგარიშზე: (ა/ა ნომერი GE15BG0000000355038000 სს „საქართველოს ბანკი“ კოდი  BAGAGE22).

საბფმფ-ის წევრობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული აპლიკაციები

Sandy Web Development